გრუნის ასოცირებული პროფესორი მაია მელაძე მონაწილეობდა UNWTO-ს ღვინის ტურიზმის მე-9 გლობალური კონფერენციის - „ღვინის ტურიზმის ხელოვნება“, მუშაობაში, რომელიც გაიმართა ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში.
პროფესიონალებმა და ტურისტული მიმართულებების მენეჯერებმა შეისწავლეს, როგორ აერთიანებს ღვინის ტურიზმი ტრადიციებსა და მემკვიდრეობას შემოქმედებითობასა და ინოვაციასთან, რათა განვითარდეს ტურიზმის ახალი ფორმები და გაიზარდოს ტურისტული ადგილების მიმზიდველობა.
კონფერენციაზე განიხილეს:
- ღვინის ტურიზმი ხელს უწყობს დასაქმებასა და რეგიონულ განვითარებას, ხსნის შესაძლებლობებს თემებისა და ბაზრებისათვის;
- ბაზრის ტენდენციები აჩვენებს, რომ ავთენტური და ინტერაქტიული გამოცდილება აუცილებელია იმისათვის, რომ დანიშნულების ადგილი დარჩეს კონკურენტუნარიანი და მიიზიდოს მრავალფეროვანი აუდიტორია;
- ინვესტირება ნიჭისა და განათლების განვითარებაში ტურიზმის პროფესიონალების მომავალ თაობას უზრუნველყოფს იმ უნარებით, რომლებიც აუცილებელია ღვინის ტურიზმის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის.
გრუნის პროფესორი შეხვდა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UN Tourism) გენერალურ მდივანს ზურაბ პოლოლიკაშვილს და საერთაშორისო ორგანიზაციის - იტერ ვიტისი (Iter Vitis), პრეზიდენტს ემანუელა პანკეს. განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი პროექტებისა და არსებული კვლევების გაზიარების შესაძლებლობები.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI