გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირებისა და კომპიუტერული მეცნიერების დოქტორი, ნინო ცხოვრებაშვილი, მესამედ მონაწილეობდა პარიზში გამართულ ციფრული მარკეტინგის კოლოკვიუმში. ღონისძიება ორგანიზებული იყო Paris I Panthéon-Sorbonne-ის უნივერსიტეტისა და ESSCA-ს მენეჯმენტის სკოლის მიერ.
ყოველწლიური კოლოკვიუმის აქტიური მონაწილე და მხარდამჭერია საფრანგეთის მარკეტინგის ასოციაცია (AFM).
ყოველწლიურ კოლოკვიუმზე წარსადგენი საკითხები ამჯერადაც მრავალფეროვანი გახლდათ:
- მეტავერსი;
- მანქანათმცოდნეობა და მარკეტინგი;
- დიდი მონაცემები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები;
- ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მარკეტინგში;
- სოციალური ქსელები;
- ინტერნეტმომხმარებლის ქცევის თავისებურებები;
- ინტერნეტში ელექტრონული შუამავლობის ახალი ფორმები (ინტელექტუალური აგენტები, ჩატბოტები და ა.შ.) ;
- ადამიანი-მანქანის ინტერფეისი ელექტრონულ კომერციაში;
გრუნის პროფესორი საზეიმო ვახშამსაც ესწრებოდა, რომელიც საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატაში, სენატში, გაიმართა. კოლოკვიუმის სხვა მონაწილეებთან ერთად მას შესაძლებლობა ჰქონდა, დაეთვალიერებინა საფრანგეთის სენატის დიდი ისტორიის მქონე შენობა და გაცნობოდა მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტებს.
კოლოკვიუმის დასასრულს მონაწილეებმა იმსჯელეს ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე, რაც ქართველი მეცნიერებისათვის საერთაშორისო ღონისძიებებში ჩართულობის მეტ პერსპექტივას გულისხმობს.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI