იტვირთება...
ნინა გერსამია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ნინა გერსამია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელმა - ნინა გერსამიამ, კერძო მედიაციის ცენტრებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და ისაუბრა პროფესიული განვითარების პროცესში კერძო მედიაციის მნიშვნელობისა და გამოწვევების შესახებ.

 

ღონისძიება გაიმართა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის - „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასათვის“, ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ბიზნესასოციაციის, დამსაქმებელთა ასოციაციის, ბიზნესომბუდსმენის სამსახურისა და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები.

 

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ბიზნესპროცესებში მედიაციის გამოყენების შესაძლებლობების შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კომერციული მედიაციის როლს დავების სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტის პროცესში. ღონისძიებას ესწრებოდნენ მედიაციის ცენტრის საქმიანობაში ჩართული სტუდენტებიც.

 

ღონისძიება დასრულდა პანელური დისკუსიით მედიატორებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამგვარი შეხვედრების საჭიროებას.