საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა და აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ორგანიზებით, გაიმართა მედიაციის პირველი საზაფხულო სკოლა ქართველი ადვოკატებისათვის, რომელსაც უძღვებოდნენ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი - ირაკლი ყანდაშვილი და მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელი - ნინა გერსამია.
პროექტი განხორციელდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით. სწავლების მიზანი იყო ადვოკატებისთვის მედიაციის, როგორც დავის ალტერნატიული ფორმის, წარდგენა და მისი პრაქტიკაში გამოყენება.
სასწავლო კურსის მონაწილეებმა განიხილეს მედიაციის საფუძვლების, პროცესის ეტაპების, მოქმედი რეგულაციებისა და აღსრულების საკითხების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადვოკატის როლს მედიაციის პროცესში.
პროგრამა ითვალისწინებდა ჯგუფურ სამუშაოს, რაც ხელს უწყობს პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და გამოცდილების გაზიარებას.
მედიაციის საზაფხულო სკოლა ადვოკატებისათვის ყოველწლიურად გაიმართება.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI