იტვირთება...
ნინო ცხოვრებაშვილი - სანდო ხელოვნური ინტელექტის სამიტის მონაწილე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ნინო ცხოვრებაშვილი - სანდო ხელოვნური ინტელექტის სამიტის მონაწილე


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირებისა და კომპიუტერული მეცნიერების დოქტორი, ნინო ცხოვრებაშვილი, მონაწილეობდა საფრანგეთის სანდო ხელოვნური ინტელექტის სამიტში.

 

სამიტი (Trustworthy AI Summit) ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებით  სამრეწველო, ტექნოლოგიური და იურიდიული საკითხების რეგულაციებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ფორუმია, რომლის მიზანია პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის დანერგვის დაჩქარება დიალოგის, იდეების გაზიარებისა და თანამშრომლობის უნიკალური სივრცის შექმნით.

 

სამიტი ორგანიზებული იყო მსოფლიოს უდიდესი კვლევითი ცენტრის - EDF Lab Paris-Saclay-ის მიერ, რომელიც ერთ სივრცეში 1200-ზე მეტ მკვლევარს აერთიანებს.

 

სამიტის მუშაობაში მონაწილეობდა ევროკომისიის რობოტიკის, ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციების განყოფილების უფროსის მოადგილე, სესილ ჰუეტი, რომელმაც მონაწილეებს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით ევროპაში არსებული კანონმდებლობა და სტატისტიკა გააცნო.

 

სამიტს ესწრებოდნენ: სხვადასხვა სამინისტროს ხელოვნურ ინტელექტზე პასუხისმგებელი დეპარტამენტის თანამშრომლები, მეცნიერები ცნობილი კვლევითი ცენტრებიდან და ინდუსტრიის წარმომადგენლები.