გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის კურსდამთავრებული, ხატია ნეკაშვილი და მეოთხეკურსელი, ნათია ჭოტაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ გუნდის წევრები გახდნენ.
სტაჟირების გასავლელად მათი კანდიდატურები კონკურსის წესით შეირჩა. გასაუბრებაში მონაწილე სხვადასხვა უნივერსიტეტის მედიასკოლის სტუდენტებიდან „მოამბის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანლობამ არჩევანი გრუნის სტუდენტებზე შეაჩერა. მათი შეფასებით, ისინი სახელმწიფოებრივი აზროვნებით, პროფესიის მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და სიყვარულით გამოირჩევიან.
მედიასკოლის დამამთავრებელი კურსის კიდევ ერთი სტუდენტი, ქეთევან ჯოჯუა, მალე საზოგადოებრივი რადიოს ან შუადღის გადაცემის შემოქმედებით გუნდს შეუერთდება.
უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს ყველა იმ კურსდამთავრებულს, რომლებმაც საკმაოდ მოკლე დროში აუდიტორიიდან აქტიურ პროფესიულ ასპარეზზე გადაინაცვლეს: გიორგი ცერცვაძეს, ლიზი ჩიმჩიურს, დავით სორდიას, თინათინ ლობჯანიძესა და სხვებს.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI