გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ბიზნესის ადმინისტრირებისა და კომპიუტერული მეცნიერების დოქტორმა, ნინო ცხოვრებაშვილმა, მონაწილეობა მიიღო ევროპის რისკების ანალიზის საზოგადოება „ბენელუქსის“ (SRA E) მიერ ლუქსემბურგის უნივერსიტეტში ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში.
გრუნის პროფესორს, როგორც საქართველოდან პირველად მიწვეულ მეცნიერს, საშუალება ჰქონდა უცხოელი კოლეგებისათვის გაეცნო თავისი ქვეყნის მეცნიერული პოტენციალი, ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, მშობლიური ქვეყნისა და უნივერსიტეტის ისტორია.
კონფერენციაზე ნინო ცხოვრებაშვილმა წარადგინა ნაშრომი: „ორგანიზაციული ცვლილებების თანამედროვე გამოწვევები ქართული და ფრანგული გამოცდილების ანალიზით“.
რისკების ანალიზის საერთაშორისო საზოგადოების გლობალური მისიის შესაბამისად, SRA E ხელს უწყობს ინოვაციური მეთოდებისა და მრავალფეროვანი დისციპლინური კვლევების ინტეგრაციას კონფერენციებში. მისი ყოველწლიური რეგიონალური შეხვედრები ქმნის ფორუმებს ახალი საკითხების რისკების ანალიზისა და კვლევითი შესაძლებლობების განსახილველად.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI