იტვირთება...
ბავშვის უფლებები და ციფრული გარემო

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ბავშვის უფლებები და ციფრული გარემო

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა გამოსცა საერთაშორისო კონფერენციის - „ბავშვის უფლებები და ციფრული გარემო, ხელოვნური ინტელექტი: გამოწვევები და შესაძლებლობები ბავშვებისათვის”, მასალები, რომელიც გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის 35-ე წლისთავს მიეძღვნა.

 

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტისა და გრუნის ერთობლივი კონფერენციის მუშაობაში 60-მდე ქვეყნის, 30-მდე საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის, 20-მდე მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტისა და კერძო კომპანიის 1200-მდე ბავშვი და ექსპერტი მონაწილეობდა.

 

 კონფერენციაზე გამართულ დისკუსიაში მონაწილეების მიერ გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები ხელოვნური ინტელექტის გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ, კერძოდ: ხარისხიან განათლებაში ხელოვნური ინტელექტის როლის, ციფრულ გარემოში ბავშვთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის, ხელოვნური ინტელექტის კონტექსტში ინდუსტრიის როლისა და ბავშვის უფლებების შესახებ და სხვა.

 

კონფერენციაზე იმსჯელეს საერთაშორისო დოკუმენტზეც - ერთობლივ განცხადებაზე, ხელოვნური ინტელექტის კონტექსტში ბავშვის უფლებების შესახებ, რომელიც წარმოადგენს გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის პრეზიდენტის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორის, სოფიო კილაძის ინიციატივას.

 

კრებულის ელექტრონული ვერსია