გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ოფიციალურად შეუერთდა „Magna Charta Universitatum 2020“-ის >ხელმომწერთა საზოგადოებას, რომელშიც მსოფლიოს 900-ზე მეტი წამყვანი უნივერსიტეტია გაერთიანებული.
„Magna Charta Universitatum“ წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო დეკლარაციას, რომელიც აღიარებს და იცავს აკადემიური თავისუფლების, ინსტიტუციური ავტონომიის, სამართლიანობისა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის ფუნდამენტურ ღირებულებებს.
„ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიაში, ის ადასტურებს ჩვენს ერთგულებას უმაღლესი აკადემიური ღირებულებებისადმი და გვაერთიანებს იმ რეპუტაციის მქონე უნივერსიტეტების რიგებში, რომლებიც იცავენ სწავლებისა და კვლევის თავისუფლებას,“ &- განაცხადა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ.
ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია გაიმართება 2025 წლის 11–13 ნოემბერს, ლონდონში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის რექტორები და აკადემიური ლიდერები შეიკრიბებიან, მათ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტიც შეუერთდება.
ამ უმნიშვნელოვანეს დეკლარაციასთან მიერთება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მისიას - უზრუნველყოს აკადემიური სრულყოფილება, ხელი შეუწყოს ინოვაციას და საზოგადოების განვითარებას როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI