იტვირთება...
გრუნი - საერთაშორისო პროექტის მონაწილე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნი - საერთაშორისო პროექტის მონაწილე


გრუნის ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის, საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაიმართა ლექცია-სემინარი „მთის მდგრადი განვითარების სწავლება“.

 

საერთაშორისო პროექტი დაიგეგმა კონკურენტული ინოვაციის ფონდის პროექტის - SUSMAUN (საგრანტო ხელშეკრულება CIF-2-2024-05), ფარგლებში.

 

პროექტი უზრუნველყოფდა: დაცულ ტერიტორიაზე საცხოვრებელს კარვებით, ტრანსპორტირებას, საფეხმავლო მარშრუტების გავლასა და სხვადასხვა აქტივობას. სწავლება ჩატარდა ქართულ და ინგლისურ ენებზე.

 

პროექტის ფარგლებში, ქართველმა და იტალიელმა პროფესორებმა: მაკა ფირანაშვილმა, მაია მელაძემ, სტეფანო კორსიმ, ანამარია ჯორჯიმ და რიკარდო გაჯეტიმ, სტუდენტებისთვის ჩაატარეს ტრენინგები. გრუნის პროფესორებმა სტუდენტებთან განიხილეს მთიან რეგიონებში საფეხმავლო ტურის დაგეგმვის საკითხი.

 

საერთაშორისო სკოლა - პროექტში მონაწილეობდნენ მთის საკითხებით დაინტერესებული ქართველი და უცხოელი სტუდენტები, რომლებიც გაეცნენ: მთის მდგრადი განვითარების პრობლემებსა და სახელმწიფო პოლიტიკას; საერთაშორისო თანამშრომლობას მთის რეგიონებში; ბუნებრივ საფრთხეებსა და მისგან გამოწვეულ კატასტროფებს; STEM სწავლებას; საველე პირობებში დრონისა და გის ტექნოლოგიების საცდელ გამოყენებას, დაცული ტერიტორიების როლს მთის განვითარებაში და სხვა.

 

პროექტის პარტნიორები იყვნენ: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მილანის უნივერსიტეტი.