გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში დასრულდა სტუდენტთა აკადემიური რეგისტრაცია და იწყება ახალი სასწავლო წელი.
ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანმა და პროფესორ-მასწავლებლებმა საინფორმაციო-გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს პირველკურსელებთან.
უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ვახტანგ ჭარაიამ ბიზნესისა და საჯარო მმართველობის მიმართულებებზე ჩარიცხულ ახალგაზრდებს მიულოცა სტუდენტობა, წარმატებული სასწავლო წელი უსურვა და სკოლის მიზნები, სტრატეგია და ხედვა გააცნო.
პროგრამების ხელმძღვანელებმა კი ისაუბრეს სასწავლო პროგრამებზე, სწავლების ინოვაციურ მეთოდებზე, პრაქტიკულ კომპონენტებზე და სტაჟირების პროგრამებზე, რაც მათ რეალურ სასწავლო გარემოში ინტეგრაციის შესაძლებლობას მისცემს. აღინიშნა სტუდენტთა საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებისა და კარიერული ზრდის პერსპექტივების შესახებაც.
სტუდენტებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI