იტვირთება...
ლიდერობის საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამა მოსწავლეებისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ლიდერობის საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამა მოსწავლეებისათვის


2025 წლის 20 სექტემბერს მოსწავლეებისათვის გაიმართა ლიდერობის საერთაშორისო პროგრამის (IYLCP) პირველი ვირტუალური სესია.

 

პროგრამა, რომელიც გრუნისა და სინგაპურში დაფუძნებული ორგანიზაციის - „Global Citizen ducation Group“-ის, ერთობლივი პროექტია, უკვე მეორე წელია წარმატებით ხორციელდება და სპეციალურად IX-XII კლასების ქართველი, აზერბაიჯანელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი და ინდონეზიელი მოსწავლეებისთვის არის შექმნილი.

 

IYLCP არის ინტენსიური, 9-კვირიანი, ონლაინპროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს თანამედროვე ლიდერისათვის აუცილებელი უნარებისა და კომპეტენციების განვითარებაში ეხმარება. სესიები ტარდება ინგლისურ ენაზე და მოიცავს თემებს:

  • ხელოვნური ინტელექტი და ლიდერობა;
  • დროის მენეჯმენტი და მიზნის დასახვის ხელოვნება;
  • სტრესის მენეჯმენტი;
  • ემოციური და კულტურული ინტელექტი;
  • პრობლემისა და კონფლიქტის გადაჭრის გზები;
  • მეწარმეობა;
  • პროექტის მენეჯმენტი;
  • ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ეთიკა;

 

პროგრამა გაგრძელდება 2025 წლის 20 სექტემბრიდან 15 ნოემბრამდე.

 

საქართველოდან შერჩეულ 16 მონაწილეს შორის არიან მოსწავლეები: თბილისიდან, ქუთაისიდან, საჩხერიდან, ფოთიდან, უშგულიდან, ცაგერიდან, ტყიბულიდან და საწირიდან.

 

პროგრამას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტიდან ხელმძღვანელობენ: რექტორის მრჩეველი, ანა აბესაძე; რექტორის მოადგილე და ბიზნესის სკოლის დეკანი, პროფესორი, ვახტანგ ჭარაია; მენეჯმენტისა და მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი, თენგიზ თაქთაქიშვილი.

 

პირველ სესიაზე გრუნის პროფესორებმა მონაწილეებს პროექტში გამარჯვება მიულოცეს და წარმატება უსურვეს