გრუნის რექტორის მოადგილე, პროფესორი ვახტანგ ჭარაია, ჰონგ-კონგის მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს. ის მესამე ქართველი მეცნიერი და ამასთან ერთად, მეორე ქართველი ეკონომისტია, ვინც საბჭოს მიერ იქნა არჩეული საქართველოდან.
საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემია (CORE) დაფუძნებულია ჰონგ-კონგის მთავრობის მიერ და მისი წევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები არიან. აკადემია ინტერდისციპლინური, არასამთავრობო, არაკომერციული, სამეცნიერო ორგანიზაციაა და მისი წევრები მეცნიერებაში მოპოვებული დამსახურებებისთვის აირჩევიან. აკადემიის მიზანია, ხელი შეუწყოს მეცნიერების ყველა სფეროში საერთაშორისო, მოწინავე და ინტერდისციპლინურ კვლევებს.
მეტი ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - https://www.coreacad.org/

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI