მადრიდში, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ( ESC) კონგრესის მუშაობაში, მომხსენებლისა და ერთ-ერთი სესიის (გულის ტრანსპლანტაცია) ხელმძღვანელის სტატუსით, მონაწილეობდა გრუნის პროფესორი - ნინო ჭაღიაშვილი. მეცნიერმა წარადგინა მოხსენება: - „პერიკარდიტი: დაავადების პროგრესირება თუ ICI - ით გამოწვეული გართულება?“
კონგრესი წარმოადგენს საერთაშორისო ფორუმს, რომელშიც ერთიანდება თანამედროვე მეცნიერება, კლინიკური პრაქტიკა და ინოვაციები.
ESC - ის კონგრესში მიღებული გამოცდილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კარდიოონკოლოგია და გულის ტრანსპლანტაცია არის დარგები, რომელთა განვითარებაში საქართველოს მონაწილეობა არა მხოლოდ საჭირო, არამედ გარდაუვალი პროცესია. ეს არის ცოდნაზე, გამოცდილებასა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე დაფუძნებული გზა, რომელიც პაციენტთა უფლებების დაცვასა და მათ გამოჯანმრთელებას უზრუნველყოფს.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI