სტუდენტებმა, რომლებმაც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (www.students.emis.ge) ელექტრონულ პორტალზე წარმატებით განახორციელეს რეგისტრაცია და მოიპოვეს მობილობის უფლება, მ/წ 12 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებ-გვერდზე https://mob.ini.ge/ (გააქტიურდება 12 სექტემბერს 16:00 სთ-დან).
სტუდენტმა ონლაინ რეგისტრაციის პროცესში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობა (აუცილებელია ორივე მხარე)
- სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობა (ვაჟებისთვის);
- ატესტატი (საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთათვის);
- ბაკალავრის დიპლომი;
- ნიშნების დანართი (სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის; უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს თან უნდა ახლდეს ცნობა ავთენტიკურობის შესახებ);
- აკადემიური ცნობა კრედიტებისა და შეფასებების მითითებით;
- 1 ფოტოსურათი (3X4);
- უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ სამართლებრივი აქტი;
- სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი დოკუმენტები; (არსებობის შემთხვევაში)
- სარეგისტრაციო საზღაურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. (რეგისტრაციის საფასური შეადგენს 35 ლარს. აუცილებელია ქვითარზე სრულად ჩანდეს გადამხდელის რეკვიზიტები. გადახდის დროს დანიშნულებაში მიუთითეთ სტუდენტის პირადი ნომერი, სახელი, გვარი.)
თანხის გადახდა შესაძლებელია მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:
თბილისი
სააქციო საზოგადოება “თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო) - TBCBGE22
მიმღების დასახელება - შპს “გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“
საიდენთიფიკაციო კოდი - 200002120
ანგარიშსწორების ანგარიში - GE87TB0655236020100004
ბათუმის წარმომადგენლობა
სააქციო საზოგადოება “თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო) - TBCBGE22
მიმღების დასახელება - შპს “გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“
საიდენთიფიკაციო კოდი - 200002120
ანგარიშსწორების ანგარიში - GE31TB7855236020100009
არასრული დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში თქვენი განაცხადი დახარვეზდება.
საკონტაქტო პირი:
ხატია მარკოზაშვილი
ელ-ფოსტა: khatia.markozashvili@gruni.edu.ge
დავით თარაშვილი
ელ-ფოსტა: d.tarashvili@gruni.edu.ge;
ტელ: +995 32 38 44 06 (126)

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI