აბიტურიენტებმა, რომლებმაც მოიპოვეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურზე სწავლის უფლება, 2025 წლის 2 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებ-გვერდზე https://registration.gruni.edu.ge (გააქტიურდება 2 სექტემბერს 12:00 საათზე).
აბიტურიენტმა ელექტრონული რეგისტრაციის პროცესში ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- საშუალო სკოლის ატესტატი
- სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
- ფოტოსურათი (3X4)
- პირადობის მოწმობა;(აუცილებელია ორივე მხარე)
- არასრულწლოვანი აბიტურიენტის შემთხვევაში მისი დაბადების მოწმობა;
- არასრულწლოვანი აბიტურიენტის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლის (მშობლის) პირადობის მოწმობა (ელექტრონული რეგისტრაცია ხორციელდება კანონიერ წარმომადგენელთან ერთად).
- სარეგისტრაციო საზღაურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი)
რეგისტრაციის საზღაური შეადგენს 35 (ოცდათხუთმეტ) ლარს. თანხის გადახდა შეიძლება მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:
სააქციო საზოგადოება “თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო) - TBCBGE22
მიმღების დასახელება - შპს “გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“
საიდენთიფიკაციო კოდი - 200002120
ანგარიშსწორების ანგარიში - GE87TB0655236020100004
დანიშნულებაში მიუთითეთ სტუდენტის პირადი ნომერი, სახელი, გვარი.
აბიტურიენტები რეგისტრირებულად ჩაითვლებიან პორტალზე სარეგისტრაციო საზღაურის დამადასტურებელი და სხვა მითითებული დოკუმენტების ატვირთვის შემდეგ.
ელექტრონული რეგისტრაციის შეუძლებლობის შემთხვევაში რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია უნივერსიტეტში, 2 სექტემბრიდან 5 სექტემბრის ჩათვლით 10:00-სთან 18:00სთ-მდე 214 აუდიტორიაში.
საკონტაქტო პირი:
ხატია მარკოზაშვილი
ელ-ფოსტა: khatia.markozashvili@gruni.edu.ge
დავით თარაშვილი
ელ-ფოსტა: d.tarashvili@gruni.edu.ge;
ტელ: +995 32 38 44 06 (126)

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI