გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას დოქტორანტურაში შემდეგი პროგრამების მიხედვით:
სამართლის სკოლა:
სამართალი (კერძო, სისხლი, საჯარო სამართალი ) - 7 ვაკანტური ადგილი
ბიზნესისა და მართვის სკოლა:
ბიზნესის ადმინისტრირება - 3 ვაკანტური ადგილი
ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი) - 6 ვაკანტური ადგილი
საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა:
საჯარო მმართველობა - 1 ვაკანტური ადგილი
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა:
პოლიტიკური ფილოსოფია - 2 ვაკანტური ადგილი
საბუთების მიღება დაიწყება მ/წ 1 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით 11:00-დან 18:00 საათამდე (გარდა კვირისა) 202-აუდიტორიაში.
- პირადობის მოწმობის ასლი
- განაცხადი სადოქტორო პროგრამაზე დასაშვებად
- CV (გაიარეთ რეგისტრაცია და შეავსეთ CV)
- დიპლომი, დანართთან ერთად (ასლი)
- ერთი პროფესორის რეკომენდაცია (მოგვწერეთ შესაბამისი პროფესორის ელ. ფოსტის მისამართი მითითებულ ელ.ფოსტაზე: studentservice@gruni.edu.ge)
- სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)
- ფოტოსურათი (3X4) ციფრული ფორმატით
- სამოტივაციო წერილი
შენიშვნა: საქართველოს კანონის “უმაღლესი განათლების შესახებ“ ძალაში შესვლამდე (2005 წლამდე) მოპოვებული უმაღლესი განათლების დიპლომის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მაგისტრის დიპლომთან გათანაბრებულობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგისტრაციის საზღაური შეადგენს 35 (ოცდათხუთმეტი) ლარს. თანხის გადახდა შესაძლებელია:
სააქციო საზოგადოება “თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE22
მიმღების დასახელება - შპს “გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“
საიდენტიფიკაციო კოდი - 200002120
ანგარიშსწორების ანგარიში - GE87TB0655236020100004
ერთი წლის სწავლის საზღაური სპეციალობების მიხედვით შეადგენს:
- სამართალი (კერძო, სისხლი, საჯარო სამართალი) - 6500 ლარი
- ბიზნესის ადმინისტრირება - 4900 ლარი
- ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი) - 9900ლარი
- საჯარო მმართველობა - 3900 ლარი
- პილიტიკური ფილოსოფია - 3900 ლარი
სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი:
1. სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება კონკურსის წესით.
2. კონკურსის პროცედურა შედგება ორი კომპონენტისაგან:
ა) რეფერატის ან გამოქვეყნებული ნაშრომის/სამეცნიერო სტატიის დაცვა საგამოცდო-საექსპერტო კომისიის წინაშე, რომელიც წარმოდგენილ უნდა იქნას რეგისტრაციის გავლიდან არაუგვიანეს 14 სექტემბრისა.
ბ) გამოცდა:
- ერთ-ერთ ევროპულ ენასა (ძირითადი) და ინგლისურ ენაში (თუ ძირითად ენად შერჩეულია სხვა ევროპული ენა) ან მხოლოდ ინგლისურ ენაში (ძირითადი).
3. საკონკურსო რეფერატის/გამოქვეყნებული ნაშრომის დაცვის პროცესით უნდა გამოვლინდეს:
ა) აპლიკანტის კვლევის ინტერესის სფერო;
ბ) აპლიკანტის აკადემიური დონე დარგობრივი სფეროს ფარგლებში, რაც გულის ხმობს:
- თეორიებსა და კვლევებზე დაფუძნებული დარგობრივი სფეროს ღრმა და სისტემურ ცოდნას
- დარგობრივი პრინციპებისა და მეთოდების სრულყოფილ ცოდნას
გ) კვლევითი კომპეტენცია, რაც გულისხმობს:
- ანალიზისა და სინთეზის უნარს
- პრობლემის დასმის/ხედვის და მისი ორიგინალურად გადაწყვეტის უნარს
- წარდგენილ ნაშრომში განვითარებული აზრის ან/და, კვლევის შედეგების საფუძველზე, დასკვნების მკაფიოდ ჩამოყალიბებისა და დამაჯერებელი არგუმენტაციით წარდგენის/დაცვის უნარს.
სამართლის სკოლა:
16 სექტემბერი, 16:00 სთ, აუდიტორია 202;
საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა:
15 სექტემბერი, 16:00 სთ, აუდიტორია 203;
ბიზნესისა და მართვის სკოლა:
15 სექტემბერი, 15:00 სთ, აუდიტორია 203;
ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა:
16 სექტემბერი, 14:00 სთ, აუდიტორია 203.
ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება ა/წ 17 სექტემბერს 15:00 სთ-ზე 206 აუდიტორიაში.
4. საკონკურსო რეფერატი უნდა აკმაყოფილებდეს უნივერსიტეტში დადგენილ ზოგად ფორმალურ მოთხოვნებს (იხ. აქ).
5.დოქტორანტობის კანდიდატს, მოეთხოვება შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება. დადგენილი მოთხოვნები უნდა იძლეოდეს კანდიდატის კვლევითი უნარების შეფასების შესაძლებლობას.
6. ძირითად უცხოურ ენაში, აპლიკანტის მომზადების ხარისხი, უნდა აკმაყოფილებდეს, არანაკლებ, B2 დონეს, ხოლო თუ ძირითადი უცხოური ენა არ არის ინგლისური, აპლიკანტს მოეთხოვება, აგრეთვე, ინგლისური ენის ცოდნა, არანაკლებ, B1 დონეზე.
7. უცხოური ენების გამოცდისგან თავისუფლდებიან ის აპლიკანტები, რომლებიც წარმოადგენენ სერტიფიკატს სტანდარტიზებული ტესტირების შედეგების შესახებ არანაკლებ B2 და, შესაბამისად, B1 დონის შეფასებით ან სწავლობდნენ და აკადემიური ხარისხი მინიჭებული აქვთ უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ.
შედეგები ცნობილი გახდება ა/წ 18 სექტემბერს.
აპლიკანტი უფლებამოსილია გაასაჩივროს გასაუბრების/ტესტირების შედეგები გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
სამართლებრივი ხელშეკრულების გაფორმება უნივერსიტეტსა და დოქტორანტობის კანდიდატებს შორის - 2025 წლის 22 სექტემბერიდან 25 სექტემბრის ჩათვლით.
აკადემიური რეგისტრაცია: 27-30 სექტემბერი
სასწავლო პროცესი იწყება 1 ოქტომბერს.
საკონტაქტო პირი:
ხატია მარკოზაშვილი
ელ-ფოსტა: khatia.markozashvili@gruni.edu.ge;
დავით თარაშვილი
ელ-ფოსტა: d.tarashvili@gruni.edu.ge;
ტელ: +995 32 38 44 06 (126)

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI