გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორის - ნინო ჭაღიაშვილის, თანაავტორობით მომზადებული კვლევა გამოქვეყნდა საერთაშორისო ჟურნალში - Med Discoveries.
სამეცნიერო ნაშრომში აღნიშნულია, რომ კანაბისის მოხმარება პირდაპირ უკავშირდება სხვადასხვა პათოლოგიას: მეხსიერების დარღვევას, ტაქიკარდიას, კოგნიტურ ფუნქციათა დაქვეითებასა და სასუნთქი სისტემის გართულებებს, თუმცა ნაკლებადაა შესწავლილი მისი კავშირი ისეთ პათოლოგიებთან, როგორებიცაა: პანკრეატიტი და ტრანსმურული მიოკარდიუმის ინფარქტი.
კვლევის მიზანია, დადგინდეს ეს მიზეზშედეგობრივი კავშირი და რისკის შემცირების სტრატეგია იმ პაციენტებში, რომლებიც მოიხმარენ მარიხუანას.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI