მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისა (შვეიცარია) და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის 2023 წელს დაწყებული თანამშრომლობა კიდევ ერთ ახალ საერთაშორისო კვლევას - Global Gender Gap 2025, სთავაზობს სამეცნიერო საზოგადოებასა და ამ საკითხებით დაინტერესებულ პირებს.
ერთობლივი კვლევა აფასებს გენდერული თანასწორობის ამჟამინდელ მდგომარეობასა და ევოლუციას ოთხი ძირითადი განზომილების მიხედვით: ეკონომიკური მონაწილეობა და შესაძლებლობები; განათლების მიღწევა; ჯანმრთელობა და გადარჩენა; პოლიტიკური გაძლიერება. 2006 წლიდან ეს არის ყველაზე ხანგრძლივი ინდექსი, რომელიც აკონტროლებს ეკონომიკის საქმიანობასა და ძალისხმევას, არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
წელს ინდექსის მე-19 გამოცემა ასახავს გენდერულ თანასწორობას 148 ეკონომიკაში, რაც ამ მიმართულების განვითარების ანალიზის შესაძლებლობას იძლევა.
გარდა ამისა, ინდექსი განიხილავს 101 ქვეყნის ქვეჯგუფს, რომელიც 2006 წლიდან შეტანილია ინდექსის ყველა გამოცემაში და გვთავაზობს ქვეყნის ნიმუშს ანალიზისთვის.
კვლევაზე მუშაობდნენ: გრუნის პრორექტორი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია, პროფესორები: თენგიზ თაქთაქიშვილი, გიორგი ცუცქირიძე, ოთარ ანგურიძე და დოქტორანტი - მარიამ ლაშხი.
კვლევა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://reports.weforum.org/docs/WEF_GGGR_2025.pdf