2025 წლის 23 ივნისს გრუნის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი ვახტანგ ჭარაია და ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე - გიგა თვაური, მონაწილეობდნენ პანელურ დისკუსიაში, რომელიც საერთაშორისო ტექნოლოგიური პლატფორმის - Global Tech Weekend Tbilisi, ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი იყო ტრეიდერებისა და ინვესტიციების ფორუმი, რომელსაც უძღვებოდა „ტრეიდერების ჰაბი“ და გრუნის მოწვეული ლექტორი - რატი ქირია.
ფორუმზე განიხილეს: გლობალური ფინანსური ბაზრების ანალიზი, ტექნოლოგიური და ეკონომიკური გამოწვევები, განათლების როლი ფინანსურ სეგმენტში და დარგის პოპულარიზაციის საკითხები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ამ სფეროს პროფესიონალები ათამდე ქვეყნიდან, რაც ადასტურებს ფორუმის საერთაშორისო მნიშვნელობასა და მრავალმხრივი ხედვების ინტეგრირების აუცილებლობას.