GRUNI-ის მდგრადი განვითარების ცენტრსა და კომპანია ArtOa-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ArtOa არის პირველი ციფრული პლატფორმა საქართველოში, რომელიც კედლის მხატვრობის პროცესში აინტეგრირებს AI/AR ინოვაციურ ტექნოლოგიას. პლატფორმა მომხმარებლებს სთავაზობს სრულად ავტომატიზებულ, სწრაფ და ვიზუალურად აღქმად სერვისს, რომელიც ამარტივებს კედლის მხატვრობის ნამუშევრის შეკვეთისა და შესრულების პროცესს.
თანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია მდგრადი განვითარების ცენტრის ინიციატივებისა და პროექტების, მათ შორის, პროექტის - “კედლის მხატვრობა - მდგრადი განვითარების შესახებ“, კონკურსის მხარდაჭერა.
კონკურსი შესაძლებლობას აძლევს მონაწილეებს, ქუჩის მხატვრობის გზით წვლილი შეიტანონ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) პოპულარიზაციის პროცესში.
პროექტი ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ArtOa-ს მხარდაჭერით.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 აგვისტო.