2025 წლის 17 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საგანმანათლებლო შეხვედრა სტუდენტებთან მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, რომელსაც უძღვებოდა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი - გვანცა ჩხეიძე.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებისთვის მომხმარებლის უფლებების გაცნობა. აღინიშნა, რომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების, მათ შორის, სტუდენტების ინფორმირება საკუთარი უფლებების შესახებ, რაც უზრუნველყოფს სამართლიან და დაცულ გარემოში მათი, როგორც მომხმარებლების, თავისუფალ ფუნქციონირებას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს მომხმარებელთა უფლებების დარღვევის კონკრეტული შემთხვევები და მათი დაცვის რეალური გზები.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კონკრეტული, პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე დაესვათ შეკითხვები, გამოეთქვათ მოსაზრებები მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოში.
სტუდენტებთან საგანმანათლებლო შეხვედრების გამართვა წარმოადგენს უნივერსიტეტის მიზანმიმართულ პოლიტიკას, რომელიც ემსახურება ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და სამართლებრივი განათლების ხელშეწყობას.