2025 წლის 25 - 27 ივნისს ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში გაიმართა მედიცინაში გამოყენებული სიმულაციის ევროპული საზოგადოების (SESAM) 30-ე ყოველწლიური ფორუმი, რომელიც ჯანდაცვის მოდელირებისა და სიმულაციის საკითხებს მიეძღვნა.
ღონისძიება მოიცავდა კომპლექსურ აქტივობებს: კონფერენციას, თემატურ გამოფენას, SESAM INN-ის Showcase-ებსა და ინოვაციური პროექტების ჩვენებას, ასევე, დისკუსიასა და სპონსორობის შესაძლებლობების განხილვას.
გრუნის პარტნიორი ორგანიზაციის - „თბილისი მედიკი“, მხარდაჭერით, ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდა მედიცინის სკოლის დეკანის მოადგილე ილონა ბიტაროვა, რომელმაც მოისმინა ევროპელი ექსპერტების პლენარული ლექციები. ALERT-ის სესიები: ახალი პროექტების განხილვა და გამოხმაურება. ჩაერთო კვლევით სამიტში, რომელიც სიმულაციის სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ეძღვნებოდა გაეცნო სიმულაციური აღჭურვილობისა და პროგრამული გადაწყვეტილებების მწარმოებლების ექსპოზიციას.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI