2025 წლის 13 ივნისს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა გრუნისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, გაეროს ECOSOC-ის სპეციალური კონსულტანტის სტატუსის მქონე საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის ერთობლივი, მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „აკადემიური საზოგადოება ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულობის წინააღმდეგ“, რომელიც მიეძღვნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტის, პროფესორ თინათინ წერეთლის ხსოვნას.
კონფერენცია წარმომადგენლობითი იყო და მის მუშაობაში მონაწილეობდნენ: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე; პროფესორი მერაბ ტურავა - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე; აკადემიკოსი მინდია უგრეხელიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მრჩეველი; კრის ესკრიჯი - ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების ხელმძღვანელი, ნებრასკას უნივერსიტეტის პროფესორი; აკადემიკოსი როინ მეტრეველი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი; აკადემიკოსი თამაზ შილაკაძე - საქართველოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; პროფესორი მამუკა თავხელიძე - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი; პროფესორი მალხაზ ბაძაღუა - საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, გრუნის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; პროფესორი მარინა შაქარაშვილი - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი; პროფესორი ეკა ბესელია - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი; პროფესორი ბადრი ნაჭყებია - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი; პროფესორი პოლიკარპე (თემურ) მონიავა - საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი; პროფესორი გიმზერ ალანია -სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; პროფესორი გიორგი ხატიძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი; პროფესორი მიხეილ მამნიაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; პროფესორი ვახტანგ მაისაია - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი; პროფესორი ჯემალ ჯანაშია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; პროფესორი მაია ნადარეიშვილი - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი; ნიკოლოზ ნაჭყებია - სტუდენტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი და სხვა მოწვეული სტუმრები.
კონფერენციაზე განიხილეს დანაშაულთან ბრძოლაში პროფესიული კრიმინოლოგიური და აკადემიური საზოგადოებების როლი.
გამოითქვა არაერთი საინტერესო მოსაზრება, რომლებიც, კონფერენციის მონაწილეთა თხოვნით, წარედგინება საქართველოს მთავრობას.
კონფერენციის მონაწილეები მიუერთდნენ გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის არასამთავრობო ორგანიზაციების - „დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების“, ალიანსის სამოქალაქო საზოგადოების დეკლარაციას - „გაეროს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ კონვენციის უფრო ეფექტურად განხორციელებისათვის“.
კონფერენციის მუშაობა შეაჯამეს და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გენერალურმა მრჩეველმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ.
განათლებისა და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი დაჯილდოვდა გრუნის უმაღლესი საუნივერსიტეტო ორდენით: „განათლებისა და მეცნიერების ამაგდარი“.