იტვირთება...
თორნიკე მერებაშვილის სემინარი დოქტორანტებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


თორნიკე მერებაშვილის სემინარი დოქტორანტებისთვის


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტმა - თორნიკე მერებაშვილმა, დოქტორანტებისთვის ჩაატარა სემინარი: „გენერაციული ხელოვნური ინტელექტი: ახალი დილემები ინტელექტუალური საკუთრების სამართლისთვის“.

 

სემინარზე განხილეს ის სირთულეები და სამართლებრივი გამოწვევები, რომლებსაც გენერაციული AI ქმნის საავტორო, საპატენტო და ინტელექტუალური საკუთრების სხვა სფეროებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ავტორობის განსაზღვრის, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ნაწარმოებების დაცვისა და აკადემიური ეთიკის საკითხებს.

 

შეხვედრაზე გაიმართა მიწის სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პრეზენტაციაც, დოქტორანტებს გააცნეს ინსტიტუტის მიერ უკვე განხორციელებული აქტივობები, სამომავლო გეგმები და აღნიშნული სტრუქტურის როლი მიწის სამართლის განვითარებაში.