იტვირთება...
კომპანია “ვეზა“ - გრუნის პარტნიორი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კომპანია “ვეზა“ - გრუნის პარტნიორი

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა და კომპანია “ვეზამ“ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

 

მხარეები ადასტურებენ მზადყოფნას, ხელი შეუწყონ სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების პერსპექტივების შექმნას, რაც ითვალისწინებს მათ აქტიურ ჩართვას პრაქტიკულ საქმიანობაში, კარიერული და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარებაში.

 

თანამშრომლობა მიზნად ისახავს, ქვეყნის შრომის ბაზრისთვის მოთხოვნების შესაბამისად, კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრების აღზრდას.

 

შეთანხმების ფარგლებში იგეგმება ერთობლივი პროექტები, სტაჟირების პროგრამები და ტრენინგები, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების თეორიული ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიულ განვითარებას.