საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში - Media4u Magazine, გამოქვეყნდა გრუნის სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრის ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის - გოჩა ოჩიგავას, კვლევითი სტატია, რომელიც მომზადდა ჩეხეთის რესპუბლიკაში მისი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში.
სამეცნიერო სტატია „საქართველოს დაკარგული ევროპული წარსული“, მოიცავს იმ საკითხებს, რომლებიც პროფესორმა, ჩეხეთში ვიზიტის დროს, პრაღის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან განიხილა, მათ შორის: საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი, მისი მნიშვნელობა და ევროპაში განათლებამიღებული პირველი ქართველი ქალბატონები.
სტატიაში მკითხველი გაეცნობა საინტერესო სტატისტიკას, რომელიც სტუდენტების გამოკითხვის შედეგად დაერთო ნაშრომს.
სტატია იხილეთ ბმულზე: