ბუდაპეშტის ეტვეშ ლორანდის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ბიბლიოთეკის დირექტორმა, პროფესორმა - დანიელ თაქაშმა, გრუნიში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სამართლის მიმართულების აკადემიური პერსონალისა და დოქტორანტებისათვის ჩაატარა სამეცნიერო სემინარი.
პროფესორმა ისაუბრა კვლევის მეთოდების, სამეცნიერო ლიტერატურის მოძიების, აკადემიურ ბაზებზე წვდომის, კვლევით საქმიანობასა და გამოცემებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისა და სხვა საკითხების შესახებ; თავისი გამოცდილება გაუზიარა მსმენელებს და ამომწურავად უპასუხა დასმულ კითხვებს.
გრუნის რექტორის მოადგილემ, სამართლის სკოლის დეკანმა - გულნაზ გალდავამ, მადლობა გადაუხადა სტუმარს საინტერესო ლექციისათვის.