გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, ნებრასკის უნივერსიტეტის პროფესორი, გრუნის საპატიო პროფესორი - კრის ესკრიჯი.
2025 წლის 11 ივნისს, უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის გაიმართა ამერიკელი პროფესორის საჯარო ლექცია: „ორგანიზებული დანაშაულობა - რუსული კარტელები“.
საჯარო ლექცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა - მამუკა თავხელიძემ, მან მადლობა გადაუხადა პროფესორ ესკრიჯს ვიზიტისთვის.
საჯარო ლექციაზე სტუმარმა მიმოიხილა რუსული მაფიის თანამედროვე ისტორია, მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპი: სამეწარმეო კონსოლიდაცია და გაფართოება, სახელმწიფო მმართველობაში შეღწევა და გაფართოება, სახელმწიფოსთან შერწყმა.
ლექციის შემდგომ გაიმართა დისკუსია, რომელსაც უძღვებოდა უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა. დისკუსიაში მონაწილეობდნენ სამართლის სკოლის სტუდენტები: ნიკა ჩაკვეტაძე, ფეოდორე ქავთარაძე, ანი სურმავა, მარიამ ომიაძე, ნიკოლოზ ნაჭყებია;
სტუდენტთა სახელით, საინტერესო ლექციისათვის, პროფესორ კრის ესკრიჯს მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრანტმა, უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სტიპენდიანტმა ნიკოლოზ ნაჭყებიამ.