სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბუდაპეშტის ეტვეშ ლორანდის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, პროფესორმა - დანიელ თაქაშმა, სემინარი ჩაატარა გრუნის ბიბლიოთეკის თანამშრომლებისათვის. უნგრელი პროფესორი გაეცნო ბიბლიოთეკის საქმიანობას და თავისი გამოცდილება და მუშაობის პრინციპები გაუზიარა ქართველ კოლეგებს. სემინარზე საბიბლიოთეკო მუშაობის თანამედროვე სტანდარტებიც განიხილეს.
დანიელ თაქაშმა მოიწონა საბიბლიოთეკო მომსახურების სპეციფიკა და ბუდაპეშტის უნივერსიტეტში მიიწვია გრუნის ბიბლიოთეკის თანამშრომლები. შეხვედრაზე ონლაინ იყვნენ ჩართული ბათუმის კამპუსის ბიბლიოთეკის წარმომადგენლებიც.
გრუნის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა - გულიკო ყეინაშვილმა, დანიელ თაქაშს გააცნო ბიბლიოთეკაში დაცული იშვიათი გამოცემები: "ვეფხისტყაოსანი", ქართველი წმინდანების ცხოვრება, საქართველოს წმინდა ადგილები, გრიგოლ რობაქიძის ცხოვრება და შემოქმედება.
ვიზიტის ფარგლებში დანიელ თაქაში ეროვნულ ბიბლიოთეკასაც სტუმრობდა, მას მეგზურობა გაუწია ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა - ემზარ ჯგერენაიამ.