გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს 2025 წლის 20 ივნისიდან პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროგრამის განხორციელებისათვის შემდეგი მიმართულებებით:
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
1. მედიის სოციოლოგია პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
2. ინგლისური ენა პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
3. ლიტერატურული მიმდინარეობებისა და საზოგადოებრივი აზრის ისტორია პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
4. ჟურნალისტური ეთიკა ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
5. მასობრივი კომუნიკაცია ასისტენტ-პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
6. ჟურნალისტიკა (მულტიმედია) ასისტენტ-პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
7. სამაუწყებლო მედია, პრაქტიკული კურსი (ტელევიზია) ასისტენტი - ერთი საშტატო ერთეული
1. პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე, 5 (ხუთი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილებით,
2. ასოცირებული პროფესორების თანამდებობაზე, 5 (ხუთი) წლის ვადით, შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო - პედაგოგიური გამოცდილებით,
3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 4 (ოთხი) წლის ვადით,
4. ასისტენტის აკადემიურ თანამდებობზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორანტი 3 (სამი) წლის ვადით.
პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავება, ღია კონკურსის წესით შესაძლებელია, ასევე პროფესიული ნიშნით.
პროფესიული ნიშნით აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები/კრიტერიუმები : პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/ სფეროში წამყვან პოზიციებზე მუშაობის არანაკლებ, 6 წლის, ხოლო ასოცირებულ პროფესორად-პროფესიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ, 5 წლის გამოცდილება. ორივე შემთხვევაში მათი კვალიფიკაცია უნდა დასტურდებოდეს სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/სფეროში მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება და მისი კვალიფიკაცია დასტურდება სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. ასისტენტად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
შესარჩევი კონკურსი წარიმართება წარმოდგენილი დოკუმენტების ანალიზისა და, საჭიროების შემთხვევაში (ზოგიერთი ასპექტის დაზუსტების მიზნით), გასაუბრების, საჯარო ლექციის ჩატარების საფუძველზე.
პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის კონკურსი, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, ეფუძნება შემდეგ კრიტერიუმებს/ინდიკატორებს:
- სამეცნიერო აკადემიური ხარისხი;
- სამუშაო გამოცდილება (მუშაობის სტაჟი);
- დოქტორანტის ხელმძღვანელობა/ რეცენზენტობა;
- ადმინისტრაციულ/აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
- დამატებითი აკადემიური პასუხისმგებლობა/ფუნქცია(პროგრამის ხელმძღვანელობა, მიმართულების ხელმძღვანელობა, სასწავლო დისციპლინის ხელმძღვანელობა, სტუდენტთა სამეცნიერო გაერთიანების ხელმძღვანელობა/ინდივიდუალური სამეცნიერო ხელმძღვანელობა (მათ შორის საბაკალავრო საფეხურზე სამეცნიერო მოხსენების მოსამზადებლად); აკადემიური საბჭოს წევრობა, სადისერტაციო საბჭოს/კომისიის წევრობა და სხვ.);
- პროფესიული განვითარება(ტრენინგები, სემინარები...);
- საგრანტო კვლევითი პროექტი
- მონოგრაფია/სახელმძღვანელო/სამეცნიერო სტატია (ადგილობრივ ან/და საერთაშორისო გამოცემებში);
- ციტირების ინდექსი
- საერთაშორისო ან/და ადგილობრივ აკადემიურ/სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა;
- საერთაშორისო ან/და ადგილობრივი აკადემიური/სამეცნიერო ორგანიზაციის წევრობა;
- სახელისუფლებო/არასამთავრობო დროებითი/მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა
კონკურსანტთა მონაცემების განხილვის დროს, უპირატესობა მიენიჭება იმ პირებს, რომლებიც განაცხადებენ თანხმობას, უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ .
პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის თანამდებობაზე კანდიდატების შესაბამისობის დადგენის/განსაზღვრის მიზნით, კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი; და თანხმობა პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე;
გ) ავტობიოგრაფია - CV (ელექტრონული ვერსია) CV -ში შეტანილი ინფორმაციის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები;
დ) თანხმობა პერსონალურ მონაცემებზე;
ე) ორი ფოტოსურათი;
ვ) განათლების, შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი; (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) განხორციელებული საგრანტო/კვლევითი პროექტების ანოტაცია გრანტის გამცემის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ი) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
კ) სამსახურებრივი (პროფესიული) გამოცდილების დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა და სხვა)
ლ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინგლისურენოვანი პროგრამისთვის), რომელიც წარმოაჩენს ენობრივი კომპეტენციის საკმარის დონეს სალექციო კურსის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად.
მ) ცნობა ნასამართლობის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის მითითებით
დოკუმენტების წარდგენის ვადა განისაზღვრება 2025 წლის 21 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით
შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის 29 ივლისს უნივერსიტეტის ვებგვერდზე www.gruni.edu.ge
შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს უნივერსიტეტის აკადემიურ კომიტეტში ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დ. აღმაშენელის ხეივანი №64) მისი გამოქვეყნებიდან ხუთი დღის ფარგლებში.
საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსის მართვის სამსახურში, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 10 საათიდან 18 საათამდე. შესაძლებელია დოკუმენტაციის ელექტრონულად გადაგზავნა
თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი; ირინა ენუქიძის 3; საკონტაქტო ტელეფონი: 2 38 44 06/118; ელ ფოსტა: info@gruni.edu.ge; nana.kubaneishvili@gruni.edu.ge
საკონკურსო კომისიის სახელზე განცხადების, ავტობიოგრაფიის (CV) ფორმები იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.gruni.edu.ge