2025 წლის 13 ივნისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო სემინარი სამეცნიერო საქმიანობით დაინტერესებულ სტუდენტებს შორის.
გრუნის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა გოჩა ოჩიგავამ, მედიცინის სკოლის დეკანმა ანა თეგეთაშვილმა და მედიცინის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლიანა სირაძემ სტუდენტებს გააცნეს ის შესაძლებლობები და მექანიზმები, რომლებსაც უნივერსიტეტი სთავაზობს სამეცნიერო საქმიანობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს. აღინიშნა, რომ კვლევით საქმიანობაში სტუდენტების ჩართვა გრუნის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
მედიცინის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლიანა სირაძემ სემინარის მონაწილეებს გააცნო ცენტრის 2024 წლის საქმიანობა, განხორციელებული და მიმდინარე პროექტები და უახლოეს მომავალში დაგეგმილი კონფერენციის შინაარსი. პროფესორმა ხათუნა კალაძემ დეტალურად ისაუბრა კონფერენციის თემისა და სტუდენტების მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ.
შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, სტუდენტებმა გამოთქვეს სურვილი მიმდინარე და სამომავლო პროექტებში ჩართვის შესახებ და მადლობა გადაუხადეს მედიცინის სკოლის პროფესორ-მასწავლებლებს ამ შესაძლებლობისათვის.