File not found.
იტვირთება...
სოციალური მეწარმეობის ვორკშოპი გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სოციალური მეწარმეობის ვორკშოპი გრუნიში


2025 წლის 9-11 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, მდგრადი განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ჟენევის უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული SDG ოლიმპიადა 2025-ის ფარგლებში, სოციალური მეწარმეობის 3 -დღიანი ვორკშოპი ჩატარდა.

 

ვორკშოპი მიზნად ისახავდა სტუდენტების ინფორმირებას საქართველოს საბაზრო ინდუსტრიაზე მორგებული პერსპექტიული, მოგებაზე ორიენტირებული სოციალური მეწარმოების ბიზნესკონცეფციის შესამუშავებლად.

 

ბიზნესკონცეფციის მომზადების პროცესში მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ემუშავათ შემდეგ თემატიკაზე: ბიზნესი, როგორც სამოქალაქო აქტორი; ნარჩენების მართვა; დაბინძურება; ხელოვნური ინტელექტი და მდგრადობა; მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრირება საგანმანათლებლო კურიკულუმში.

 

სოციალური მეწარმეობის ვორკშოპს GRUNI-ის მდგრადი განვითარების ცენტრის თანადამფუძნებელი და Libra Alliance-ის პრეზიდენტი, საფრანგეთის მეწარმეთა ეროვნული ჯილდოს მფლობელი, პროფესორი მეჰდი მაჯიდი უძღვებოდა.

 

SDG ოლიმპიადა ჟენევის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო საკონკურსო შესაძლებლობაა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტების მიერ ინოვაციური სტრატეგიის შემუშავებას ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორებიცაა: სამოქალაქო მეცნიერება, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური მედია.

 

ცენტრის წარმომადგენლები და მენტორები ვორკშოპის მონაწილეებთან ონალაინშეხვედრებს ივნისი-ივლისის პერიოდშიც გააგრძელებენ. სოციალური მეწარმეობის ბინზესკონცეფციების საბოლოო ვერსია კი SDG ოლიმპიადის გუნდს 24 აგვისტომდე გადაეგზავნება.