გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა გრუნის პროფესორის, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის - ირაკლი ყანდაშვილის, სახელობის 2025 წლის სტიპენდიანტების გამოვლენისა და დაჯილდოების ცერემონია. მაღალი აკადემიური მოსწრებისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის სახელობითი სტიპენდია გადაეცა სამართლის სკოლის 2 სტუდენტს: ანი თვაურსა და ნინო კვაშილავას.
დაჯილდოების ცერემონიალზე უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ მადლობა გადაუხადა პროფესორ ირაკლი ყანდაშვილს ამ ინიციატივისათვის და წარმატება უსურვა სტუდენტებს:
სახელობითი სტიპენდია, მხარდაჭერასთან ერთად, არის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა, ვისურვებდი ეს წოდება ღირსეულად ატაროს თითოეულმა თქვენგანმა... - აღნიშნა უნივერსიტეტის რექტორმა.
უნივერსიტეტი ულოცავს ანი თვაურსა და ნინო კვაშილავას ამ მნიშვნელოვან ჯილდოს.