File not found.
იტვირთება...
გასვლითი პრაქტიკული მეცადინეობა ტურიზმის სტუდენტებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გასვლითი პრაქტიკული მეცადინეობა ტურიზმის სტუდენტებისთვის


2025 წლის 7 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის, ეკოლოგიური და სათავგადასავლო ტურიზმის სილაბუსით გათვალისწინებული აქტივობების ფარგლებში, ჩატარდა გასვლითი პრაქტიკული მეცადინეობა საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში.

 

სტუდენტებმა დისციპლინის ხელმძღვანელთან, ასოცირებულ პროფესორ მაია მელაძესთან, ერთად ტურის განხორციელებამდე განიხილეს ბოტანიკურ ბაღში ეკოლოგიური და სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების რესურსები და შესაძლებლობები, გამოიკვლიეს საფეხმავლო-სათავგადასავლო ეკოლოგიური მარშრუტის სირთულე და გაითვალისწინეს ამინდის შესაძლო ცვლილებები.

 

სასწავლო-პრაქტიკული მეცადინეობა წარმატებით ჩატარდა. სტუდენტებმა, პროფესორის ხელმძღვანელობით, მოიარეს საქართველოს ბოტანიკური ბაღის ბილიკები და ადგილზე გაეცნენ ეკოლოგიური და სათავგადასავლო ტურის ჩატარების თავისებურებებს.