2025 წლის 10 ივნისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის სასტუმრო „ბესტ ვესტერნ პალასში“ გასვლითი მეცადინეობა გაიმართა.
სტუდენტებმა დაათვალიერეს სასტუმრო, მიიღეს სრულფასოვანი ინფორმაცია მართვის, მარკეტინგული პროგრამების, დამატებითი მომსახურების, სასტუმროს სამრეცხაოსა და დალაგება - დასუფთავების თავისებურებების, ფასების პოლიტიკის, სპა ცენტრის მუშაობის, ბრენდული სასტუმროს კრიტერიუმების შესახებ.
სტუდენტებს მასპინძლობდა მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი - ოთო დუმბაძე და დალაგება- დასუფთავების დეპარტამენტის მენეჯერი - თეა დოლიძე.
სასტუმროს მუშაობის სპეციფიკის გაცნობის შემდეგ, სალექციო კურსის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თემურ ზოიძემ, სასტუმროს წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარა პრაქტიკული მეცადინეობა.
გასვლითი მეცადინეობა ჩატარდა სასწავლო დისციპლინის - „სასტუმროს მენეჯმენტი“, ფარგლებში.