შიდასაუნივერსიტეტო საგრანტო პროექტის - კრიმინალური მენტალობა, როგორც ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი მკვებავი ელემენტი და მის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის ზოგიერთი აქტუალური საკითხი - ფარგლებში, გაიმართა დისკუსია გრუნის სამართლის მიმართულების სტუდენტებთან, რომელსაც უძღვებოდა პროექტის ავტორი, გრუნის დოქტორანტი და პრაქტიკოსი იურისტი, გამომძიებელი იოსებ წერეთელი.
დისკუსიის დროს განიხილეს არაერთი აქტუალური საკითხი, მათ შორის: ქურდული/ქუჩური მენტალიტეტის მხარდაჭერის ფორმები მოზარდებსა და ახალგაზრდებში, ქურდული სამყაროს რაობის დამახინჯებული გაგება, ქურდულ შეკრებებსა და გარჩევებთან დაკავშირებული თემები, ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული სამართალდარღვევები, პასუხისმგებლობის ზომები და სხვ.
სტუდენტების მიერ გამოითქვა მოსაზრება ორგანიზებული დანაშაულის პრევენციის საკითხებში სკოლის, მასწავლებლების, მშობლებისა და ახალგაზრდების - მომავალი იურისტების, ჩართულობის აუცილებლობის შესახებ.
აღნიშნულ თემებს სტუდენტები გრუნის ბათუმის წარმომადგენლობაშიც განიხილავენ.
შეხვედრის ორგანიზატორი იყო გრუნის სამეცნიერო -კვლევების მართვის ცენტრი.