იტვირთება...
სასწავლო-სამუშაო ვიზიტი ასურეთში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სასწავლო-სამუშაო ვიზიტი ასურეთში


2025 წლის 8 ივნისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ტურიზმის მიმართულების სტუდენტებმა, სასწავლო-სამუშაო ტურის ფარგლებში, მოინახულეს ისტორიული სოფელი ასურეთი (ყოფილი ელიზაბეთტალი) - ერთ-ერთი გამორჩეული გერმანული კოლონია საქართველოში, რომელიც მე-19 საუკუნეში ვიურტემბერგიდან ჩამოსულმა შვაბმა გერმანელებმა დააარსეს.

 

ტური განხორციელდა პროექტის - „გამოჩენილი და ცნობილი უცხოელი მიგრანტები საქართველოში“ - ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოში მცხოვრები მიგრანტების მიერ შექმნილი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის გამოვლენა და მისი ციფრულ ფორმატში ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, როგორც აკადემიური საზოგადოებისთვის, ისე ტურიზმით დაინტერესებული ფართო აუდიტორიისთვის.

 

ტურის ფარგლებში სტუდენტებმა მოინახულეს: ისტორიული გერმანული სახლები; ლუთერანული ეკლესია (კირხე); გერმანული სასაფლაო და უძველესი გერმანული ღვინის მარანი.

 

მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ბაზებთან და ისტორიულ წყაროებთან მუშაობას, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ ინტერაქტიული რუკის შექმნის პროცესში და უზრუნველყონ მონაცემთა ბაზებისა და მემკვიდრეობის ობიექტების ვიზუალიზაცია.

 

ტური განხორციელდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მხარდაჭერით და მას ხელმძღვანელობდნენ: ლელა გოგინავა - მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის დირექტორი და პროექტის ხელმძღვანელი და მაკა ფირანაშვილი - ბიზნესისა და მართვის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე.

 

ტური მნიშვნელოვანი იყო სტუდენტებისთვის პრაქტიკული კვლევითი გამოცდილების მიღების, მიგრაციის ისტორიის გაცნობისა და ინტეგრირებულ საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობის თვალსაზრისით.