2025 წლის 3 ივნისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია: „ესთეტიკური მედიცინა ჩვენს ყოველდღიურობაში“.
ლექცია წაიკითხა გრუნის სტომატოლოგიური კლინიკა გრუნივერსის ექიმმა - დერმატოლოგმა, ესთეტიკური მედიცინის ექსპერტმა, სერტიფიცირებულმა ტრენერმა, ესთეტიკოსმა - ლელა ყურაშვილმა.
განიხილეს თანამედროვე ესთეტიკური მედიცინის ტენდენციები, გამოწვევები, მითები და რეალობები. საგანგებოდ აღინიშნა სტომატოლოგიური პაციენტის კომპლექსური მართვის პროცესში ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტის ჩართვის შესახებ.
შეხვედრა ჩატარდა ინტერაქტიური ფორმატით, სტუდენტებმა მიიღეს საჭირო რჩევები დარგის სპეციალისტისაგან.