2025 წლის 5-9 მაისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბათუმის წარმომადგენლობის მოწვეული პროფესორი თამარ დოლიძე, მობილობის პროგრამა - ერასმუს+ MIND23-ის ფარგლებში, სტუმრობდა ავეიროს უნივერსიტეტს.
ვიზიტი განხორციელდა ენებისა და კულტურის დეპარტამენტში, ინგლისურ ენაზე პროფესიული სამართლისა და საქმიანი კომუნიკაციის საკითხების სწავლებასთან დაკავშირებით.
პროფესორმა ლექციები და სემინარები ჩაატარა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის. გაიმართა საქმიანი შეხვედრები მასპინძელი დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, განიხილეს კვლევისა და გაცვლითი პროგრამების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებიც.
აკადემიური პერსონალის მობილობაში აქტიური ჩართვა ხელს უწყობს უნივერსიტეტებს შორის აკადემიური კავშირების გაღრმავებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას.