Not Found

The requested URL was not found on this server.


Apache Server at shop.top7788.com Port 80
იტვირთება...
გრუნის სტუდენტების გარემოსდაცვითი აქცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის სტუდენტების გარემოსდაცვითი აქცია


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები ყოველწლიურად მონაწილეობენ გარემოსდაცვით ღონისძიებებში, რითიც ხელს უწყობენ ახალგაზრდებში მაღალი სამოქალაქო კულტურისა და პასუხისმგებლობის დამკვიდრებას, გარემოზე მზრუნველი საზოგადოების ფორმირებას.

 

2025 წლის 22 აპრილს გრუნის სტუდენტები დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ჩაერთნენ და მარადმწვანე კვიპაროსები დარგეს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, რითიც თავისი წვლილი შეიტანეს ქალაქის ურბანული გამწვანებისა და გალამაზების საქმეში.

 

პროექტი განხორციელდა თბილისის მერიის მხარდაჭერით. ნარგავების მოვლას უზრუნველყოფს თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური.