2025 წლის 15 აპრილს ძალისმიერი ფიტნესის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა გრუნის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს და განიხილეს უნივერსიტეტში დაგეგმილი ორდღიანი საერთაშორისო ტურნირის - „თბილისი გრანპრი“, ჩატარების საკითხები.
საერთაშორისო ტურნირი 24-25 აპრილს, სპორტის 2 სახეობაში, გაიმართება:
24 აპრილს - სიმძიმის ამოწევა „სთრონგმენის წესებით“;
25 აპრილს - „მასრესლინგი“ - (ჯოხით ჭიდაობა).
ტურნირის ორგანიზატორებმა სტუდენტებს გააცნეს ფედერაციის საქმიანობა და წარმატებული სპორტსმენები.
თავიანთ მიღწევებზე ისაუბრეს საქართველოს ჩემპიონმა და ევროპის პრიზიორმა ნიკოლოზ ლეკაიძემ და ვალიტა გორელჩანიკმა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონია მასრესლინგში და აგრეთვე, საქართველოს უძლიერესი ქალის ტიტულის მფლობელია.
საერთაშორისო ტურნირი სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება.
გრუნის ყველა სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, უფასოდ ივარჯიშოს ფედერაციის სპორტულ დარბაზში.