იტვირთება...
გრუნის თეატრალური დასის კიდევ ერთი წარმატება!

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის თეატრალური დასის კიდევ ერთი წარმატება!


თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი“ წელს მეთერთმეტედ გაიმართა. წლევანდელი ფესტივალი წარმატებული აღმოჩნდა გრუნის თეატრალური დასისათვის, რომელიც მაყურებლის წინაშე ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით შექმნილი სპექტაკლით - „სულიერი არსებები, სულიერი პროცესები + უსულო საგნები“, წარსდგა.

 

12 საპრიზო კატეგორიიდან გრუნის თეატრალური დასი წარდგენილი იყო 9 ნომინაციაში, საუკეთესოდ დასახელდა 5-ში:

  • მამაკაცის ეპიზოდური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის- შაკო ოდიშელიძე;
  • მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის-გურამ გურამიშვილი;
  • გოგი თოდაძის სპეციალური პრიზი- ელენე მოდებაძე;
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის სპეციალური ჯილდო;
  • ასტას სპეციალური ჯილდო - მონაწილეობისათვის.

 

ფესტივალის გამარჯვებულები გამოავლინა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს თანამედროვე კინოსა და თეატრის წამყვანი რეჟისორები და მსახიობები: ნინო ბურდული, თემიკო ჭიჭინაძე, ანა ქურთუბაძე, ეკა მჟავანაძე და სხვა.

 

მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ფესტივალი „ნიღაბი” 2012 წელს დაარსდა.

 

ფესტივალის მიზანია სტუდენტებს შორის პროფესიული და შემოქმედებითი ურთიერთობების განვითარება, გამოცდილების გაზიარება, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოება, თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია, ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შორის მეგობრული და კულტურული ურთიერთობების დამყარება.

 

ვულოცავთ გრუნის თეატრალურ დასს და კვლავაც არაერთ შემოქმედებით წარმატებას ვუსურვებთ მის თითოეულ წევრს.