გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მარიამ ხუნდაძე და მედიცინის სკოლის სტუდენტი ბარბარე დევდარიანი მონაწილეობდნენ იტალიაში, რომში, გამართული 41-ე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის: „ფსიქიატრია და ფსიქოსომატური მედიცინა“, მუშაობაში.
კონფერენციაზე გრუნის პროფესორმა წარადგინა ახალი კვლევა: „სომატოფორმული დარღვევები ბავშვებსა და მოზარდებში და მათი ფსიქოთერაპიით მკურნალობის ეფექტურობა“, რომელშიც სომატოფორმული დაღვევების (ეკრანდამოკიდებულება, ენაბორძიკი, დღისა და ღამის რეჟიმის დარღვევა, ემოციური ლაბილობა, ენურეზი, ყურადღების გაფანტულობის ჰიპერაქტიურობის სინდრომი) მქონე 100 პაციენტი (2-18 წლამდე) მონაწილეობდა.
მეცნიერმა კვლევის შედეგი: „ფსიქოთერაპია, განსაკუთრებით კი კოგნიტიური ქცევითი ფსიქოთერაპია, არის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი“, კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარა, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია.
კვლევა განხორციელდა გრუნის საუნივერსიტეტო გრანტის ფარგლებში და მასში გრუნის პროფესორი ნინო რაჭველიშვილი და მედიცინისა და ფსიქოლოგიის მიმართულების 3 სტუდენტიც მონაწილეობდა.
აღნიშნული კვლევა 2024 წლის ოქტომბერში გერმანულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში - „Deutsche international Zeitschrift fuer zeitgenoessiche Wissenschaft”, გამოქვეყნდა. კვლევის წარმატებამ განაპირობა კიდეც საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე გრუნის პროფესორებისა და სტუდენტების მიწვევა.
კონფერენციაზე პოსტერული პრეზენტაცია მედიცინის სკოლის სტუდენტმა - ბარბარე დევდარიანმაც, წარადგინა.