იტვირთება...
„იმუნური პატრული“ სკოლებისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


„იმუნური პატრული“ სკოლებისათვის


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა ოფისმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო - კვლევით ცენტრთან ერთად საქართველოს სკოლებში უპრეცედენტო სასწავლო პროგრამა - „იმუნური პატრული“, განახორციელა.

 

პროგრამის ფარგლებში 3 ქალაქის: თბილისის, ზუგდიდისა და თელავის 10- ზე მეტი საჯარო სკოლის მოსწავლე, დასწავლის უნიკალური მეთოდით, გაეცნო გადამდებ დაავადებებსა და მათი პრევენციის ღონისძიებებს.

 

მიღებული ცოდნა ხელს შეუწყობს მოსწავლეების ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და ბავშვთა ასაკში გადამდები დაავადებების შემცირებას საქართველოში.

 

გრუნის მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და სკოლის ექიმთა ასოციაცია, რომლებსაც ხელმძღვანელობს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი - ლიანა სირაძე, განაგრძობს ჯანმოსთან თანამშრომლობასა და მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ერთობლივი სასწავლო პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას.