კონკურსი: „ქუჩის ხელოვნება - მდგრადი განვითარების შესახებ“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კონკურსი: „ქუჩის ხელოვნება - მდგრადი განვითარების შესახებ“

GRUNI-ის მდგრადი განვითარების ცენტრი ხელოვანებს სთავაზობს მონაწილეობას კონკურსში: „ქუჩის ხელოვნება - მდგრადი განვითარების შესახებ“.

 

პროექტი მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ დიალოგის ინიცირებას, მდგრადი განვითარების გლობალური მნიშვნელობის გააზრებასა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოების ფორმირებას.

 

კონკურსი შესაძლებლობას აძლევს მონაწილეებს, ქუჩის მხატვრობით წვლილი შეიტანონ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) პოპულარიზაციის პროცესში.

 

პროექტი ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით.

 

კონკურსის მონაწილეების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები უნდა უკავშირდებოდეს მდგრადი განვითარების მიზნებსა ან/და გამოწვევებს.

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.