გრუნის ასისტენტ-პროფესორი - თამარ დორეული, 2025 წლის მარტში ეწვია ლიეტუვას, ქალაქ ვილნიუსს და პროგრამა Erasmus+-ის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო სწავლებაში.
მთელი კვირის განმავლობაში 24 ქვეყნის 92 პროფესორი VIKO-ს უნივერსიტეტის ცხრა ფაკულტეტზე ატარებდა ლექციებსა და სემინარებს სტუდენტებისთვის, სულ გაიმართა 150-ზე მეტი საგანმანათლებლო სესია.
კვირეულის პირველი დღე გახსნის ცერემონიას დაეთმო, რომლის ფარგლებში პრეზენტაცია მხოლოდ ორი ქვეყნის წარმომადგენელმა წარადგინა, მათ შორის, თამარ დორეულმა.
პრეზენტაციამ: „სიძულვილის ენა, როგორც XXI საუკუნის გამოწვევა“, მონაწილეების დიდი მოწონება დაიმსახურა.