ლიზი ჩხეტიანი - სტუდენტთა ომბუდსმენი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ლიზი ჩხეტიანი - სტუდენტთა ომბუდსმენი


2025 წლის 10 აპრილს გრუნის სტუდენტთა ომბუდსმენის შესარჩევმა სტუდენტებისგან შემდგარმა კომისიამ განიხილა ამ პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა კანდიდატურები. წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად, კომისიამ შეაჯამა შედეგები და გამარჯვებულად ცნო სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ლიზი ჩხეტიანი.

სტუდენტთა ომბუდსმენის უფლებამოსილების ვადა 1 წელია. ერთი და იგივე პირი ამ პოზიციაზე შესაძლებელია, აირჩეს მხოლოდ ორჯერ.

 

უნივერსიტეტი ულოცავს ლიზი ჩხეტიანს გამოცხადებულ ნდობას და წარმატებას უსურვებს შემდგომ საქმიანობაში.