გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, მესამე კურსის სტუდენტებმა მიხეილ ყარმაზანაშვილმა და დავით დანელიამ, ერთი თვის განმავლობაში ნეიროქირურგიის როტაცია გაიარეს აშშ-ში - მიჩიგანის ერთ-ერთ დიდ ჰოსპიტალში.
სტუდენტებმა შეიძინეს ფასდაუდებელი კლინიკური გამოცდილება, შეისწავლეს თანამედროვე ნეიროქირურგიული ტექნოლოგიები და გაიღრმავეს ცოდნა და გაიფართოვეს უნარები ნეიროქირურგიულ დისციპლინაში.
როტაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტებმა მიიღეს Dr. Zamorano-ს სარეკომენდაციო წერილები, რაც უდიდესი აღიარება და განსაკუთრებული შესაძლებლობაა მათი სამომავლო კარიერული განვითარებისთვის.