საინფორმაციო შეხვედრა ძალადობისა და ადამიანით ვაჭრობის საკითხებზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საინფორმაციო შეხვედრა ძალადობისა და ადამიანით ვაჭრობის საკითხებზე


თბილისის ადამიანით ვაჭრობისა (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების უფროსმა - ინდირა რობაქიძემ და ამავე დაწესებულების კრიზისული ცენტრის მენეჯერმა - ანა რობაქიძემ, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს გრუნის სამართლის სკოლის სტუდენტებთან. განიხილეს: ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხები.

 

სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია საქართველოში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობის, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს საქმიანობის, ძალადობის მსხვერპლთათვის/დაზარალებულთათვის სააგენტოს ბაზაზე არსებული უფასო სერვისებით სარგებლობისა და ბოლო წლებში, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილში, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ.

 

სემინარის მონაწილეებს, ასევე, გააცნეს ინფორმაცია სხვადასხვა სახის საკონსულტაციო ცხელი ხაზის შესახებ, სადაც კონსულტირება ხორციელდება 9 ენაზე, 24 საათის განმავლობაში.

 

მხარეებს შორის დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა და სხვადასხვა სახის საინფორმაციო შეხვედრა.

 

სემინარს ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოადგილე - ქეთევან გაბრიჭიძე.